Sunday, November 25, 2012

ნიკო...აპლოდისმენტები



დაიღალა მთვარე ღამით,
დღემ დაღალა მზე.
დაიღალნენ მთები ზვავით,
ზღვამ იცვალა ზნე.

დაღლილ ნოტებსაც კი ვხვდები
-sol-fa-mi-re-do
ერთადერთი, ეს თავხედი,
არ იღლება დრო..

ამ პოსტს  ვწერ  იმიტომ  რომ  რაგაცით  გამოვხატო  ჩემი  პატივისცემა  და  სიყვარული მის  მიმართ. არ  ვწერ  ბიოგრაფიას, ვთვლი  რომ  ეს  ნაკლებად  საინტერესოა  ნიკოსთან  მიმართებაში. არც  მისი  გარდაცვალების  თარიღს  დავწერ  რადგან  ის  ჩემთვის  მუდამ ცოცხალი  იქნება  და  ყოველთვის  იარსებებს  ჩემში  ისევე  როგორც  ღმერთი.

მე შენში მიყვარს ღმერთი !
შენ , რა იპოვე ჩემში ?
შენ – წმინდა სანთლის ღვენთი.
მე – გაფანტული ხრეში.
მე შენში მიყვარს ღმერთი !
შენში ის თავს გრძნობს კარგად.
ჩემში კი სველი დენთი
- აღარ ღირს დროის კარგვად.
მე შენში მიყვარს ღმერთი !
ტერფებთან გინთებ სანთლებს . . .
და თუ ასეა – წვეთი ,
 ნამუსი მაინც მმართებს .
                
დრო ყველაფრის მკურნალია,
ოღონდ ჩემი არა.
საოცარი უნარია
დარდი წარა-მარა.
რასაც ვფიქრობ, გადმოვისვრი
უმარტივეს ლექსად.
წარსულს ვათრევ ჩემი კისრით,
ვერ ვიშორებ ვერსად.
როცა მოხუცს ვხედავ ვინმეს,
მახსენდება პაპა.
ცა, ვარსკვლავებს რომ ჩაიბნევს
დედაჩემის კაბა.
ცის ცრემლებზე მახსენდება
მე სიტყვები მამის . . .
ღვინო სანამ გამეხსნება,
მეც ავტირდე ლამის.
ღამე სმაში მათენდება
დამეკარგა ღერძი . . .
კიდევ რა არ მახსენდება,
კიდევ რას არ ვებრძვი.
საოცარი უნარია
დარდი წარა-მარა.
დრო ყველაფრის მკურნალია
-ოღონდ ჩემი არა…

ჩემს ქალაქში არაფერი მაოცებს, შუაღამეს მზის სხივიც თუ მაკოცებს,
აქ ხომ შავი საყვარელი ფერია, აქ შენი ძმა თურმე შენი მტერია…
აქ არ ხარობს თავმდაბლობის ნაგავი, აქ ტაძრებშიც შეიტანეს ნაგავი,
აქ სიზმრები აღარ არის ფერადი, აქ ღალატი გახდა მრავალჯერადი…
აქ სიყვარულს ჩაგითვლიან ბოდვაში, აქ ხომ ახლა ბოზობაა მოდაში,
აქ უნიჭო სიმღერები ჰიტია, აქ “ბებერი ალაზანში კიდია”…
აქ პოეტებს გაურბიან მუზები, აქ გესვრიან თუ არ წაიკუზები…
ჩემს ქალაქში ყველაფერი მოსულა, აქ ჯამლეტამ ჯონდო დააორსულა





ალბათ ყველა დამეთანხმება,რომ ეს ლექსები ჩვეულებრივი ლექსები არ არის,ისინი განსხვავდებიან ყველაფრით.. სიტყვებით,თავისუფლების შეგრძნებით,მეც სწორედ ამიტომ მომწონს ისინი..  

მე რომ წავალ ალბათ იტყვის დედა   
ეს რა კარგი გამიზრდია შვილი
და ინატრებს ის დღე მისცა ნეტავ.
 პირველად რომ დამიკერა ღილი

როცა წავალ,გაიხსენებს მამაა

პირველად რომ მნახა უკვე დიდი
კარგია რომ არ გამათამამა
კარგია რომ ასე კარგად მსჯიდი
წავალ,მჯერა მერე იტყვის ქალი
შესაძლოა დაიღვაროს ცრემლად
ეცოცხლაო,ყოფილიყო მთვრალი
მთვარია ვიქნებოდით ერთად.
მე არვიცი რას იფიქრებს შვილი
ალბათ ცუდს და ალბათ ცოტა კარგსაც
თვიტონ ვიცი მოვაკელი ხილი
და ვაკლებდი ნაყინსაც და მარწყვსაც
რას იტყვიან ძმები წავალ როცა,
ალბათ იქაც შემფიცებენ ძმობას
ჩემს გარეშე დაიცლება ბოცა
ჩემს ფარეშე აყვებიან გრძნობას
იქ, კი ვიცი ვინც დამხვდება იტყვის
მუდამ სცდიდა თავის ბედს და წერას
კარგი არ უკეთებია თითქმის
თუ არ ჩავთვლით რაღაც ლექსის წერას
მე მინდა რომ ვუპასუხო ყველას
ქალებს,შვილებს,შემიანებს,მასას
მოერიდონ უსაფუძვლო ღელვას
არ ვაპირებ
მე ჯერ არსად წასვლას...



წავედი… ალბათ მომბეზრდა ბრძოლა,
მომბეზრდა ბრძოლა წისქვილთან ქარის,
ჯდომა, კი არა ნემსებზე წოლა,
აღიარება მომბეზრდა ბრალის.
წავედი… ალბათ არ ღირდა წასვლა,
არც მოსვლა ღირდა, მაგრამ, ხომ მოხდა,
არც გრძნობაზე ღირს ხაზის გადასმა,
არც, თუ გახაზავ იმაზე ოხვრა.
 
  ნიკო  გომელაური  უნიჭიერესი  პოეტი,  მსახიობი  და  ადამიანი  რომელიც  ჩემს გულში  მანამ  იცოცხლებს,  სანამ ვიარსებებ.  მე  მინდა  გესაუბროთ  მასზე,  როგორც პოეტზე. როცა  მის  ლექსებს  ვკითხულობ  ყოველ  ჯერზე   ვხვდები  და  კიდევ  უფრო ვრწმუნდები  რომ  ის  არ  იყო  უბრალოდ  ადამიანი  ის  იყო  იშვიათი  შემთხვევა რომელიც  საუკუნეების  მანძილზე  თუ  განმეორდება  ხოლმე  მაგრამ  არამგონია დაიბადოს  ნიკოსნაირი  ადამინი  მასთან  ხომ  მარადისობაც  კი  ქედს  იხრის.
 იგი  წავიდა  მაგრამ  მისი  შემოქმედება  უკვდავია.  რამდენი  რამის  შექმნა  მოახერხა მან  მის  ხანმოკლე  სიცოცხლეში  და  ალბათ  რამდენი  რამ  დარჩა  გაუკეთებელი.
ალბათ  ყველა  დამეთანხმება, რომ  მისი  ლექსები  ჩვეულებრივი  ლექსები  არ  არის, ისინი  განსხვავდებიან  ყველაფრით.  სიტყვებით, თავისუფლების  შეგრძნებით, უსაზღვრო  ემოციით  და  მეც  სწორედ  ამიტომ  მომწონს  ისინი.  მისი  ლექსების არსი მართლაც  რომ  ყოველ  ადამიანს  დააფიქრებს  და  ასევე  ამით  ცხოვრებასაც ასწავლის. ეს  არის  ადამიანი  რომელიც  ჩემს  გულს  შეეხო   დიდი  კვალი  დატოვა  ჩემში. დატოვა იმ  დიდი  ადამიანის,  იმ   დიდი  ლეგენდის  კვალი  რომელსაც  ნიკო  ქვია. არასოდეს  ემორჩილებოდა  იგი  დროს  მაგრამ  უკუღმართმა  სიკვდილმა  მაინც  თავისი  ქნა მიზანს  მიაღწია,  დრომ  გაწირა  იგი  გაწირა  საათმა  რომელმაც  ისრები  დროზე  ადრე  დაატრიალა,  თითქოს  და  ნიკოს  საწინააღმდეგოთ   და  გააჩერა  ნიკოს  საათი. შეუწყვიტა  გულის  ფეთქვა  და  აატირა  მისი  კალამი,  ოჯახი,  მეგობრები  და  მთელი საქართველო. ძნელია  ნიკოზე  ისაუბრო  როგორც  უკვე  იმ  ქვეყნად  წასულზე. ძალიან ბევრი  თაყვანისმცემელი  ყავდა  მას  და  ძალიან  ბევრს  დაწყვიტა  გული  მისმა  წასვლამ  მაგრამ  ალბათ  დამეთანხმებით  რომ  მისი  სიცოცხლის  მანძილზე  ჩვენ  ქართველებმა  ის  მაინც  ვერ  დავაფასეთ  ისე  როგორც  ეს  მას  ეკუთვნოდა,  თუმცა არცაა  გასაკვირი  რადგან  ქართველებს  ხომ  წლების  მანძილზე  ჩვევად  გვექცა  ნიკოსნაირი   ადამიანები  დავაფასოთ  მაშინ  როცა  ისინი  ამ  ქვეყნად  აღარ  არიან.

ჯოჯოხეთში იბევებენ ადგილებს,
იქ მოხვედრა განა გა-ა-ადვილეს?!
მე კი მითხრეს: არა ხარო საჭირო
-ეშინიათ მთვრალმა არ გავაჭირო.
იქვე იყო კარი მოპირდაპირე,
იქაც შესვლა ტყუილად დავაპირე.
ახლა ვეძებ(გამიფუჭდა განწყობა)
ადგილს სადაც არ ჭირდება ჩაწყობა.



გუშინ გავარდა ხმა, რომ გავთავდი.
ვიღაცას უთქვამს: ახია მასზე,
ბოლოს და ბოლოს ჯურღმული სული,
ჯურღმულ ღამეში ავიდა ცაზე.
არც ტაიჭს ვითხოვ, და არც მუზარადს,
არცა შენდობას, არც შეცოდებას.
ერთი მექნება, მხოლოდ მუდარა
- ნურვინ ეცდებით ჩემზე გოდებას.
ღმერთის შეცნობის ორ გზას ვხედავდი
- ტალახის გავლით, ან და გაფრენით.
მე ვამჯობინე ჭუჭყი და წვიმა,
სვლა ვამჯობინე მქანრი აფრებით.
ალბათ ამიტომ, ძმამაც მიმუხთლა
და ბედაური გამოდგა მხდალი,
ტყვიის წამალი დანესტიანდა,
მტერთან გამექცა ლამაზი ქალი.
მე ჯვრის სანაცვლოდ ბევრ ცოდვას ვზიდავ
და მექაჩება ცეცხლში სატანა,
ხანჯლივით მკეპავს მისი ღრიალი,
უხ, რა ძნელია ამის ატანა!
მაგრამ ამაოდ, ბნელის მსახურო,
არ მეშინია მე შენი მადის.
არ გადავუხვევ არჩეულ ბილიკს
- ბილიკს, რომელიც ჭაობზე გადის.
ნურვინ ეცდება ჩემს ამოთრევას,
რადგან ეს გარჯა მაინც მუქთაა.
გამიშვით, ვიჯდე მე ჩემს ჭაობში
- ჩემი ჭაობი თქვენზე სუფთაა.





                                                     

                                                           წელიწადის ყველა დროს,
დღე-ღამეში ყოველ წამს,
რასაც არ მთხოვ, გეტყვი ხოს,
ნუ მთხოვ ოღონდ კაცის კვლას.
წელიწადის ყველა დროს,
დღე-ღამეში ყოველ წამს,
რასაც არ მთხოვ, გეტყვი ხოს,
ნუ დამიშლი ოღონდ სმას.
წელიწადის ყველა დროს,
დღე-ღამეში ყოველ წამს,
რასაც არ მთხოვ, გეტყვი ხოს,
ოღონდ დარჩი კიდევ ხანს.
წელიწადის ყველა დროს
დღე-ღამეში ყოველ წამს
რასაც არ მთხოვ, გეტყვი ხოს
მერე რა, რომ კოცნი სხვას!
წელიწადის ყველა დროს,
დღე-ღამეში ყოველ წამს,
რასაც არ მთხოვ, გეტყვი ხოს,
რა მოხდა, რომ ეჭვი მჭამს!
წელიწადის.. არც ერთ დროს..
დღე-ღამეში.. არც ერთ წამს..
არაფერზე მეტყვი ხოს..
შენი მაინც მუდამ მწამს!..


 ნიკო გომელაური აღწერდა გრძნობას.მის თითქმის ყველა ლექსში ამოიკითხება ბედისადმი უკმაყოფილება და უნდობლობა. იგი ებრძოდა დროს მაგრამ მაინც ვერ შეძლო წყვდიადისაგან თავის დაღწევა. წერდა გრძნობით და ყავდა მუზა ამიტომ იგრძნობა მის ლექსებში მისი სული.                                          
                                  

როცა პირველად შენი თვალები,
ჩემს თვალებს შეხვდა, მახსოვს ვილოცე.                             
როცა პირველად გვერდით დაჯექი,                                     
- სიზმარი ახდა და გავიოცე.                                                       
როცა პირველად მზერა მესროლე,
თან გამიღიმე, მაგრად დავიბენ.
ვიფიქრე შენგან არა მინდა რა!
მე თვითონ ჩემს თავს ფეხქვეშ დაგიფენ.
როცა მომმართე ენა დამება,
შენ დემონი ხარ, თუ თვით განგება?
რომ გამიცინე, წამსვე დავთვერი
და არ მახსოვდა სხვა არაფერი.
როცა შემაქე, გულში ვიყვირე
როცა წახვედი ლამის ვიტირე.
ხვალ არ შემხედავ? არ გავიოცებ
მაინც მიყვარხარ, შენზე ვილოცებ





Thursday, November 22, 2012

ქალი რავარი ასატანია, მარა რო გიყვარს რა გინდა რო ქნა

                                     


    

 

გახსოვს, ზედაზენი?..                                                           

მაჯვნივ დარჩა ძველი ჯვარი,                                             

მარცხნივ-წმინდა მცხეთა,                                                   

აღმართები,                                                                             

აღმართები,                                                                             

აღმართები,                                                                             

გზა მიხვეულ-მოხვეული,                                                    

დახვედრა და გაცილება ხეთა.                                          

შოშიების შეგონება,                                                             

კაფე-თესეს ქადაგება,                                                             

ჭრელი ჩიტის გადაფენა,                                                       

ტყის დაღლილი ქარი,                                                           

სიმწვანიდან გვეგებება                                                          

წყაროს თეთრი თვალი,

იქ მისვლა და დაჩემება

შენი პეშვით დამელია წყალი...

როგორც იქნა,

შევაკება,

გალავანი,

ეკლესია,

სულ სხვა ქარი...

ძელსკამი და ბინდი,

არაგვის და მტკვრის შეხვედრა,

იქვე მცხეთა ფეხთით,

არსად კაცის ჭაჭანება,

არცა სოფლის დანანება,

მე და შენ და...

სიყვარულის ღმერთი!

ჟამი ჟამობს

მე არ ვიყო,

შენ არ იყო (ღმერთმა ნუ ქნას) - შეიძლება,

ზედაზენის დავიწყება- არა!

ის ერთი დღე,

ის ერთი დღე

არსებობდა კმარა!

გახსოვს ზედაზენი? .


 ადამიანებს ერთმანეთის დანდობა და სიყვარული იმიტომ გვჭირდება,რომ ცხოვრებაა დაუნდობელი და კაცთმოძულე.


   გენიალური ქართველი მწერალი , ოტია იოსელიანი ძველი თაობის უკანასკნელი მოჰიკანივით ედგა ქართველ ხალხს გვერდით თავისი შემოქმედებით მანამ, სანამ მძიმე დაავადებამ არ იმსხვერპლა მისი სიცოცხლე. ზოგჯერ ხუმრობით , ზოგჯერ კი მწარე სიტყვით  გვიწერდა ის ადამიანების ღირსებებისა თუ ნაკლის შესახებ. წერდა იმას რასაც ფიქრობდა. წერდა უბრალო ენით მაგრამ ძალიან საინტერესოდ. ამ კოლორიტ ადამიანს თითქოს შინაგანი განათლება ჰქონდა ალბათ მუცლიდან თანდაყოლილი.

 ''პირველი წიგნი რომელიც წავიკითხე ჩემი დაწერილი იყო მანამდე არაფერი მქონდა წაკითხულიო'' ამბობდა.

  არ მომეძებნება ადამიანი რომელსაც არ ეტკინა მისი წასვლა ამ ქვეყნიდან. იგი წავიდა მაგრამ დაგვიტოვა მისი გენიალური შემოქმედებარომლითაც ქართულ ლიტერატურაში წარუშლელი კვალი დატოვა და მე დარწმუნებული ვარ რომ მისი მოთხრობები, ნოველები და რომანები უკვდავი დარჩება თითოეული ქართველის გულში.


                                                 წამოუბერა ზღვაურმა
                                                 ღრუბელი სევდას ცრის..
                                                 მემუდარები..
                                                 გამიშვი..
                                                 მე თავს ვიმართლებ -  წვიმს..
                                                 შენი თმის წვერებს სათუთად
                                                 ელს მარგალიტის მძივს
                                                 ისევ ჩურჩულებ..
                                                 წავალ რა..
                                                 -გარეთ გახედე წვიმს..
                                                 ცალ თვალს ზეცისკენ ვაპარებ..
                                                 ღრუბელს ვუღერებ ჯიღს
                                                 არ გადაიღო იცოდე!
                                                 მეფე ვარ სანამ წვიმს..




 შენთან რომ მოვიდე, უნდა მომელოდე,
როგორც არავინ არასდროს.
შენთან რომ მოვიდე, შენთვის უჩემობა
ტანჯვა უდნა იყოს კირთება.
ისე უდნა მელოდე, ისე სასოებით,
ყველაფერს უდნა ეწეროს ჩემი სახელი
ოქროს ასოებით.
ძილი არ უნდა გქონდეს და მოსვენება,
დღე უნდა ბნელოდეს ნათელი,
უჩემოდ არ უნდა იყოს დღის დამღამებელი
და უსასრულო ღამის გამთევი.
უჩემოდ უდნა გჭირდეს უმადობა
და ცის ლაჟვარდი გეგონოს უსახო.
ჩემი სახელი მესმის თუ არა მესმის,
უნდა იძახო და იძახო.
ათასი გიძრახონ ჩემი სიყვარული,
შენ არ შეელიო და იძრახო,
ყველაფერი რომ წაგართვან – წაირთვი,
ჩემი ხატი უნდა შეინახო.
მე უნდა ვიყო შენთვის აღდგომა,
უჩემოდ ხსნილი დაიმარხვო.
ჩემს გარდა ყველასთვის მწვერვალი უნდა იყო,
ხელი ვერ მოგიწვდინონ, ვერ გახლონ.
ჩემს გარდა ვერავინ გაგაგონოს,
ატასი გიხმონ და გიძახონ. უჩემოდ,
შენს თვალზე შემშრალი
ცრემლი ვერ ნახონ.
შენ უნდა იყო უჩემოდ ართვალი,
უმზეო ყვავილი, უსახო.
ჩემი გამოჩენა შენთვის უდნა იყოს
ცის გახსნა, ღვთის წყალობა.
შენთვის ჩემი ჩურჩული უნდა იყოს სირინოზების გალობა,
უჩემოდ ვერავის შეეძლოს შენი შველა და წამლობა.
უჩემოდ არაფერზე იოცნებო და მიზნად არაფერი დაისახო.
შენ ჩემთან ერთად უნდა იცოცხლო
და ჩემთან ერთად დაიმარხო.
არავინ, შენს გარდა, არ მიხმობდეს
მეტი წყურვილით და წადილით,
ვერავინ შეძლოს გადაბირება
ვერარრა ვედრება–ქადილით.
უჩემოდ თუ დაცლილი ხარ და
ყელამდე სავსე ხარ – შენთან რომ ვარ,
თუ შენი ყველა გზა ჩემთან მოდის
და სხვა გზა არა გაქვს – შენთან მოვალ!





ბევრი ვაკეთე და ვაშენე, მეყოფა, აწი სხვებმა აშენონ და აკეთონო,-- რომ იტყვი და ხელებს დაიბან -- იცოდე, იმ დღიდან ანგრევ, თუ რამე აგიშენებია.





არავინ იცის, ადამიანები გულწრფელად როდის ტირიან ან იცინიან, მაგრამ ვინც დარდისგან გასიებული ცრემლებს ჩუმად ყლაპავს, გწამდეთ, მეგობრებო!!! ის მართლა ტირის....

  ოტია იოსელიანი