გახსოვს, ზედაზენი?..
მაჯვნივ დარჩა ძველი ჯვარი,
მარცხნივ-წმინდა მცხეთა,
აღმართები,
აღმართები,
აღმართები,
გზა მიხვეულ-მოხვეული,
დახვედრა და გაცილება ხეთა.
შოშიების შეგონება,
კაფე-თესეს ქადაგება,
ჭრელი ჩიტის გადაფენა,
ტყის დაღლილი ქარი,
სიმწვანიდან გვეგებება
წყაროს თეთრი თვალი,
იქ მისვლა და დაჩემება
შენი პეშვით დამელია წყალი...
როგორც იქნა,
შევაკება,
გალავანი,
ეკლესია,
სულ სხვა ქარი...
ძელსკამი და ბინდი,
არაგვის და მტკვრის შეხვედრა,
იქვე მცხეთა ფეხთით,
არსად კაცის ჭაჭანება,
არცა სოფლის დანანება,
მე და შენ და...
სიყვარულის ღმერთი!
ჟამი ჟამობს
მე არ ვიყო,
შენ არ იყო (ღმერთმა ნუ ქნას) - შეიძლება,
ზედაზენის დავიწყება- არა!
ის ერთი დღე,
ის ერთი დღე
არსებობდა კმარა!
გახსოვს ზედაზენი? .
ადამიანებს ერთმანეთის დანდობა და სიყვარული იმიტომ გვჭირდება,რომ ცხოვრებაა დაუნდობელი და კაცთმოძულე.
გენიალური ქართველი მწერალი , ოტია იოსელიანი ძველი თაობის უკანასკნელი მოჰიკანივით ედგა ქართველ ხალხს გვერდით თავისი შემოქმედებით მანამ, სანამ მძიმე დაავადებამ არ იმსხვერპლა მისი სიცოცხლე. ზოგჯერ ხუმრობით , ზოგჯერ კი მწარე სიტყვით გვიწერდა ის ადამიანების ღირსებებისა თუ ნაკლის შესახებ. წერდა იმას რასაც ფიქრობდა. წერდა უბრალო ენით მაგრამ ძალიან საინტერესოდ. ამ კოლორიტ ადამიანს თითქოს შინაგანი განათლება ჰქონდა ალბათ მუცლიდან თანდაყოლილი.
''პირველი წიგნი რომელიც წავიკითხე ჩემი დაწერილი იყო მანამდე არაფერი მქონდა წაკითხულიო'' ამბობდა.
არ მომეძებნება ადამიანი რომელსაც არ ეტკინა მისი წასვლა ამ ქვეყნიდან. იგი წავიდა მაგრამ დაგვიტოვა მისი გენიალური შემოქმედებარომლითაც ქართულ ლიტერატურაში წარუშლელი კვალი დატოვა და მე დარწმუნებული ვარ რომ მისი მოთხრობები, ნოველები და რომანები უკვდავი დარჩება თითოეული ქართველის გულში.
ღრუბელი სევდას ცრის..
მემუდარები..
გამიშვი..
მე თავს ვიმართლებ - წვიმს..
შენი თმის წვერებს სათუთად
ელს მარგალიტის მძივს
ისევ ჩურჩულებ..
წავალ რა..
-გარეთ გახედე წვიმს..
ცალ თვალს ზეცისკენ ვაპარებ..
ღრუბელს ვუღერებ ჯიღს
არ გადაიღო იცოდე!
მეფე ვარ სანამ წვიმს..
შენთან რომ მოვიდე, უნდა მომელოდე,
როგორც არავინ არასდროს.
შენთან რომ მოვიდე, შენთვის უჩემობა
ტანჯვა უდნა იყოს კირთება.
ისე უდნა მელოდე, ისე სასოებით,
ყველაფერს უდნა ეწეროს ჩემი სახელი
ოქროს ასოებით.
ძილი არ უნდა გქონდეს და მოსვენება,
დღე უნდა ბნელოდეს ნათელი,
უჩემოდ არ უნდა იყოს დღის დამღამებელი
და უსასრულო ღამის გამთევი.
უჩემოდ უდნა გჭირდეს უმადობა
და ცის ლაჟვარდი გეგონოს უსახო.
ჩემი სახელი მესმის თუ არა მესმის,
უნდა იძახო და იძახო.
ათასი გიძრახონ ჩემი სიყვარული,
შენ არ შეელიო და იძრახო,
ყველაფერი რომ წაგართვან – წაირთვი,
ჩემი ხატი უნდა შეინახო.
მე უნდა ვიყო შენთვის აღდგომა,
უჩემოდ ხსნილი დაიმარხვო.
ჩემს გარდა ყველასთვის მწვერვალი უნდა იყო,
ხელი ვერ მოგიწვდინონ, ვერ გახლონ.
ჩემს გარდა ვერავინ გაგაგონოს,
ატასი გიხმონ და გიძახონ. უჩემოდ,
შენს თვალზე შემშრალი
ცრემლი ვერ ნახონ.
შენ უნდა იყო უჩემოდ ართვალი,
უმზეო ყვავილი, უსახო.
ჩემი გამოჩენა შენთვის უდნა იყოს
ცის გახსნა, ღვთის წყალობა.
შენთვის ჩემი ჩურჩული უნდა იყოს სირინოზების გალობა,
უჩემოდ ვერავის შეეძლოს შენი შველა და წამლობა.
უჩემოდ არაფერზე იოცნებო და მიზნად არაფერი დაისახო.
შენ ჩემთან ერთად უნდა იცოცხლო
და ჩემთან ერთად დაიმარხო.
არავინ, შენს გარდა, არ მიხმობდეს
მეტი წყურვილით და წადილით,
ვერავინ შეძლოს გადაბირება
ვერარრა ვედრება–ქადილით.
უჩემოდ თუ დაცლილი ხარ და
ყელამდე სავსე ხარ – შენთან რომ ვარ,
თუ შენი ყველა გზა ჩემთან მოდის
და სხვა გზა არა გაქვს – შენთან მოვალ!
ბევრი ვაკეთე და ვაშენე, მეყოფა, აწი სხვებმა აშენონ და აკეთონო,-- რომ
იტყვი და ხელებს დაიბან -- იცოდე, იმ დღიდან ანგრევ, თუ რამე აგიშენებია.
არავინ იცის, ადამიანები გულწრფელად როდის ტირიან ან იცინიან, მაგრამ ვინც დარდისგან გასიებული ცრემლებს ჩუმად ყლაპავს, გწამდეთ, მეგობრებო!!! ის მართლა ტირის....
ოტია იოსელიანი
No comments:
Post a Comment