Tuesday, March 5, 2013

ცოტა რამ ჩემს შესახებ ))



რაღაცნაირად ვარ ..  წერის მუღამზე .. ჩემს შესახებ მოგიყვებით .. თუმცა ბევრი არც არფერი მაქვს სათქმელი . ერთი ჩვეულებრივი  ბავშვი ვარ . ჩვეულებრივი დავიბადე და ასე ჩვეულებრივად ვაგრძელებ ცხოვრებას უკვე 18 წელია.სკოლა წარმატებით დავამთავრე ეხლა სტუდენტი ვარ.ბავშვობაში ჟურნალისტობაზე ვოცნებობდი , მაგრამ შემდეგ ეკონომიკამ დამაინტერესა და ახლა ბიზნესს ვსწავლობ .  იმედია ვიპოვი ამ სფეროში ჩემს თავს და უმეტესობის მსგავსად დიპლომიანი დამლაგებელი არ გამოვალ. ბევრი ძალიან კარგი მეგობარი მყავს.სავარაუდოდ მტრები არ მყავს. ბევრი ადამიანია ვისაც ვუყვარვარ და ჩემი კარგად ყოფნა უხარია.მახინჯი არ ვარ, არც გონება მაკლია რისთვისაც ღმერთს ყოველ დილით მადლობას ვწირავ. ნუ მოკლედ რომ ვთქვა საწუწუნო არაფერი მაქვს.ცოტა "ჩემებური" კი ვარ . რაღაც მომენტებში ჩავიკეტები ხოლმე საკუთარ თავში, გულში რაღაც უცნაური შემიჩნდება ისე რომ ვერ ვიგებ რა არის, ასეთ დროს მუსიკა მამშვიდებს . მუსიკის მოსმენა ძალიან მიყვარს მაგრამ არა ავტობუსში ან ქუჩაში . სახლში მარტო რომ ვარ და ხელს არაფერი მიშლის მაშინ . უდარდელი ბავშვობა მქონდა. მეც ყველა პატარა გოგოს მსგავსად ყოველთვის ვოცნებობდი გადამხდომოდა თავს ისეთი უცნაურობები ზღაპრებში რომაა .ზღაპრული პრინცესა მინდოდა ვყოფილიყავი ზღაპრული უფლისწული რომ გამოეცხადება ხოლმე თეთრ ცხენზე ამხედრებული მხსნელად. ნუ მთლად ზღაპრული პრინცესა თუ არა ბეტი ტეტჩერი მაინც ტომ სოიერი რომ მომვლენოდა გმირად ..:) ნუ ეს ყველაფერი ბავშვობაში და ილუზიებში . მერე გავიზარდე .გავიზარდეთქო ვამბობ ანუ გავაცნობიერე რომ თეთრ ცხენზე ამხედრებული ზღაპრული პრინცები არ არსებობენ  და არც ფიფქია გადაურჩენია უფლისწულს ერთი კოცნით .გავიზარდე და ბავშვობას გავატანე  ილუზიები .. ილუზიები .. ზოგჯერ რომ დავფიქრდები  ვხვდები რომ ცოტა უნდა დამეტოვებინა . ზედმეტად რეალისტი ვარ იმდენადაც კი რომ ეს პესიმისტში გადამეზრდება ხოლმე .მაგრამ ოპტიმისტობას ასე მირჩევნია .“ ოპტიმიზმი-ყველაფერში კარგის, ნათელი მხარეების დანახვა, უკეთესი მომავლის რწმენა. ოპტიმიზმის მიხედვით, ცხოვრება მშვენიერია და ნებისმიერი სიტუაციიდან გამოსავალი არსებობს. „ -ეს მეცნიერები აზრით.  ოპტიმიზმი მე რომ მკითხოთ დებილობაა და მეტი არაფერი . უყურო ყველაფერს იმედის თვალით პირდაღებულმა ეს ხომ უაზრობაა თუმცა არც ის ივარგებს პესიმიზმით შებყრობილმა ჩაიბურტყუნო არაფერი გამოვაო და ხელი ჩაიქნიო რამის გაკეთებაზე . ნუ მოკლედ მე ასე ვფიქრობ არ უნდა დაგაკარგვინოს არც ოპტიმიზმმა და არც პესიმიზმმა რეალობის შეგრძნება .  არ ივარგებს იძახო ოპტიმისტი ვარ და ვიცი ყველაფერი გამოვაო . აჰა კი კარგია ენთუზიაზმით რომ შეუდგები საქმეს მაგრამ "ბრახ" და არ გამოგივიდა აი მერე კი იწყება დეპრესიები, წუწუნები „მე ხომ ამას ასე ძალიან ველოდი .. „ოო გად ძნელია იწვნიო მარცხი გამარჯვების ბრწყნვალებით შებყრობილმა.აი მე მაგალითად არასოდეს დამემართება ეს რადგან ვიცი როგორ შევაზავო  ჩემს თავში ოპტიმიზმიც და და პესიმიზმიც. :)  გოტფრიდ ლაიბნიცი ,  თვლიდა, რომ ჩვენ ყველა შესაძლებელი სამყაროდან საუკეთესოში ვცხოვრობთ.რატომ ? რატომაა ეს სამყარო საუკეთესო საუკეთესოთა შორის ? მე ვთვლი საუკეთესო სამყარო იქაა ღმერთთან. მაგრამ  კარგი შევეშვათ ღმერთს და სამოთხეს. განა არ შეუძლია ადამიანს ბევრად უკეთეს სამყაროში იცხოვროს ?  განა არ შეუძლია თავად შექმნას იდეალური სამყარო ? კი  შეუძლია მაგრამ სიზარმაცე . სიზარმაცე ევრივეა . მცირედით დაკმაყოფილება და წარმოსახვითი ბედნიერება ურჩევნიათ ადამინებს , თავის შეწუხება და შრომა ეზარებათ . არადა რა მშვენიერი იქნებოდა ეს სამყარო თითოეულმა ადამიანმა თითო სასარგებლო რამ მაინც რომ გააკეთოს მისთვის :)  ეეჰ ეს თეორიულად ვიცი რომ ძალიან კარგი იქნებოდა თორე განა მე ვაკეთებ რამეს ქვეყნის სასიკეთოდ ?  ნუ მოკლედ ჯერ პატარა ვარ და ყველაფერი წინ მაქვს :) (თავს ვიიმედებ)  იმას მაინც მოვახერხებ რომ სამყაროს ტვირთად არ დავაწვე ჩემი ცხოვრებით და ასე რომ ვთქვათ „დედამიწის მეჭეჭი არ ვიყო „  ეეჰ რითი დავიწყე და საით წავედი .. თავს აგარ მოგაბეზრებთ :)შემდეგ პოსტამდეე :)^^

No comments:

Post a Comment