რა არის ჭეშმარიტი სილამაზე? ამაზე მსოფლიო მოდის სამყარო ჯერაც ვერ
თანხმდება, თუმცა ფაქტია, რომ თუ ძველად ფერხორციან ქალბატონებს ანიჭებდნენ
უპირატესობას, ამჟამად საქმე სხვაგვარადაა.
ნერვული ანორექსია არის კვებითი აშლილობა, რომელიც აღწერს კვების დარღვევას, რომლის დროსაც ადამიანი წონაში მნიშვნელოვნად იკლებს, მაგრამ თავის თავს მსუქნად თვლის და ცდილობს წონაში დაკლებას.
ასეთი ადამიანები, მაშინაც კი აგრძელებენ კვებაში შეზღუდვას, როდესაც ისინი არასრულფასოვანი კვების გამო გამოფიტულნი არიან. ანორექსიით დავადებულ პაციენტებს ასევე ახასიათებთ ბულიმიის დამახასიათებელი მუცლის ამოყვრა–გაწმენდის სიმპტომები. თუმცა ბულიმიისგან განსხავებით ნერვული ანორექსია ვლინდება პაციენტებში მათი არაბუნებრივი სიგამხთრით.
სტატისტიკურად დადგენილია, რომ ეს დაავადება ძირითადად ვლინდება გოგონებში, და მხოლოდ დავადებულთა 10 პროცენტს შეადგენენ მამაკაცები.
ბულიმია არის კვებითი აშლილობა, რომელიც ხასიათდება მუცლის უზომო ამოყორვით, რომელსაც შემდგომ მოსდევს დანაშაულის გრძნობა, დეპრესია და ბოლოს ხელოვნური გულისრევა.
ბულიმიით დავადებულ ადამიანთა უმეტესობას წარმოადგენენ გოგონები თხუთმეტიდან ოც წლამდე. როგორც ანორექსიით დავადებულნი, ისინი შეპყრობილნი არიან საჭმელზე ფიქრით, ეშინიათ წონაში მომატების და ვარდებიან დეპრესიაში ან მშფოთვიარე მდგომარეობაში. დეპრესიასა და სირცხვილის გრძნობას ყველაზე მეტად ღორმუცელობის დროს და მის შემდეგ განიცდიან. *
“ნერვული ანორექსია, ანუ ( Anorexia nervosa) კვებითი ქცევის დარღვევაა, რომელიც ხასიათდება სხეულის წონის ხანგრძლივი, მიზანმიმართული კლებით. ცენტრალურ ფსიქოპათოლოგიურ ხაზს წარმოადგენს ზეღირებულოვანი დამოკიდებულება საკუთარი სხეულის ფორმასა და წონასთან, გასუქების შიში და ძლიერი სწრაფვა გახდომისკენ. შედეგად ავადმყოფს უყალიბდება სხეულის ფორმის გაუკუღმართებული აღქმა, იმ შემთხვევაშიც კი, როცა ობიექტურად მისი წონა ნორმაზე გაცილებით ნაკლებია.
ანორექსია ვლინდება წონის მკვეთრი კლებით, რასაც მოსდევს მთელი რიგი ცვლილებები ემოციურ, ქცევით, სოციალურ სფეროებში. რაც შეეხება სომატურ ნიშნებს, ვლინდება:
საერთო სისუსტე, უძილობა;
არტერიული წნევისა და სხეულის ტემპერატურის დაქვეითება;
კანი სიმშრალე ფერმკრთალი სუბიქტერული (მოყვითალო) შეფერილობით;
არარეგულარული მენსტრუალური ციკლი, ამენორეა;
ძვლოვანი ქსოვილის შემცირება – ოსტეოპენია, ოსტეოპოროზი;
მძიმე შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს ფატალური გართულებები ლეტალური გამოსავალით.”
-ანორექსიის რა ფორმები არსებობს?
განარჩევენ ორ ტიპს:
1) კვების შეზღუდვით მიმდინარეს, როცა პაციენტი იღებს ძალიან მცირე რაოდენობით საკვებს, ფაქტობრივად, შიმშილობს;
2) ჭარბი კვების ფონზე ხელოვნურად იწვევს ღებინებას, მიმართავს შარდმდენ, ან საფაღარათო საშუალებებს.
- რამდენად გავრცელებულია ეს დაავადებაა?
ნერვული ანორექსია შედარებით იშვიათი დაავადებაა. 100 000 ადამიანზე მოდის დაახლოებით 15 ახალი შემთხვევა წელიწადში. ძირითადად ავადდებიან გოგონები მოზარდ და ახალგაზრდა ასაკში. დაავადების გავრცელებაა ქალებში 0.3-1%, კაცებში – 0.1%. უფრო ხშირად გვხვდება განვითარებულ ქვეყნებში. განსაკუთრებული ზრდის ტენდენციაა 1945 წლიდან, რასაც უკავშირებენ მოდის ინდუსტრიის განვითარებას.
თუ გსურთ, შეინარჩუნოთ სხეულის ნორმალური წონა და იმავდროულად – ჯანმრთელობა, ამისთვის სულაც არ არის საჭირო შიმშილი. მისდიეთ ცხოვრების ჯანსაღ წესს: იკვებეთ ბალანსირებულად, ივარჯიშეთ და შეინარჩუნეთ ინდივიდუალურობა!